LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავთ, 1 ლიტრი რეგულარის ფასი ისტორიაში პირველად 2.49 ლარს გადაცდა“

209
41

„გილოცავთ, 1 ლიტრი რეგულარის ფასი ისტორიაში პირველად 2.49 ლარს გადაცდა“ – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი იუწყება.

პაატა ბაირახტარი საწვავის ფასთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში ბოლო 2 თვეში საწვავი, საშუალოდ 22 თეთრით გაძვირდა.

„ბოლო 2 თვეში საწვავი, საშუალოდ 22 თეთრით გაძვირდა. ერთი ლიტრი რეგულარის ფასი ისტორიაში პირველად გადაცდა 2.49 ლარს. „გილოცავთ“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საწვავი ასეთი ძვირი არასოდეს ყოფილა. პ.ს. შემდეგ თვეში ველოდებით, ინფლაციის თარგეთიდან, კიდევ უფრო გადახრას“, – წერს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი.

რაც შეეხება მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებს – 2019 წლის 3 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 64,45  (- 0,04)  დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 53,25 (- 0,25) დოლარი/ბარელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები