LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო, გვერდით მდგომი რიგითი თინეიჯერი – გიგი უგულავა

210
55816590_2196254173801590_8685577603806920704_n

გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო, გვერდით მდგომი რიგითი თინეიჯერი“, – ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს და სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

როგორც უგულავა წერს, დამოუკიდებლობის დღის ყველაზე დიდი საჩუქარი 80 წლის იუბილარი პირველი პრეზიდენტისთვის წყეული ტრადიციის დასრულება იქნებოდა.

„ჩვენვე, საქართველომ, გამოვკვეთეთ საერთო წესი ჩვენი მმართველებისთვის – სიკვდილი, მარტოობა, დევნილობა. დამოუკიდებლობის დღის ყველაზე დიდი საჩუქარი 80 წლის იუბილარი პირველი პრეზიდენტისთვის ამ წყეული ტრადიციის დასრულება იქნებოდა. ამას არ/ ვერ ვაკეთებთ დღეს. მაშინ მივულოცოთ მას და მოვრჩეთ სიყალბეს.გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო, გვერდით მდგომი რიგითი თინეიჯერი“– წერს გიგი უგულავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები