ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უეფა თავის ვებგვერდზე სხვადასხვა საინტერესო სტატიას თავაზობს და წელს ისე აჯამებს. ერთ-ერთი ჩვენთვის ყურადსაქცევ თემა გახლავთ მომავლის 50 მოთამაშე, რომელთაც შეიძლება 2019 წელს თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვან.

უეფამ მთელი კონტინენტის მასშტაბით გამოკითხა რეპორტიორები და ეს სია ისე შეადგინა.

21 წლამდე ასაკის 50 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის ჩამონათვალშია ბელგიური „გენტის“ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

აი რა მიაწერეს ქართველ ფეხბურთელზე:

„შემტევი ნახევარმცველი მაღალი ტემპითა და მოხერხებული ფეხებით. ის შეიძლება მალე „ქართველი კაკა“ გახდეს.

 

 

ამ ჩამონათვალში ჯერაც უცხო გვარებია, თუმცა ბევრი მათგანი ძალიან დიდ გუნდებში თამაშობს, როგორებიც არიან „რეალი“, „ბარსელონა“, „ბაიერნი“, ლივერპული”, „დორტმუნდი“ და ა.შ.

 

 

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები