LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩიქოვანმა და მიშო სულუხიამ ოსლოში კონცერტი გამართეს

210

მომღერლებმა მიშო სულუხიამ და გიორგი ჩიქოვანმა ნორვეგიაში, კერძოდ, ოსლოში ქართველი ემიგრანტებისთვის ერთობლივი კონცერტი გამართეს. შეხვედრა საქართველოს საელჩომ მოაწყო. კონცერტამდე ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა გაიმართა. ღონისძიების შესახებ გიორგიმ გვიამბო.

გიორგი ჩიქოვანი:

ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს ეგიდით, გავმართეთ კონცრტი. მამუკა ციხელაშვილი გახლავთ ჩვენი ელჩი, ატარებს ხოლმე საინტერესო შეხვედრებს. რამდენიმე წლის წინ მიშო სულუხია იყო, ახლა, როცა შეთავაზება კვლავ მიიღო, ჩემს შესახებაც უთხრა და ერთად მიგვიწვიეს.

ღონისძიება გაიმართა სასტუმრო „ბრისტოლში“. ჯერ იყო ქართული სამოსის გამოფენა-გაყიდვა, მეორე განყოფილებაში კი ჩვენ უნდა გვემღერა. შევასრულეთ, ძირითადად, ქართული სიმღერები, მხოლოდ რამდენიმე უცხოური.

კონცერტს ესწრებოდნენ ქართველები, იყვნენ ნორვეგიელი სტუმრებიც. ქართველი სტუმრებიდან ზოგიერთი იქ წლებია ცხოვრობს… შევასრულეთ „საქართველო, ლამაზო“, „სულ ზევით, ზევით“, „თბილისო“, დუეტშიც ვიმღერეთ და ცალ-ცალკეც. რა თქმა უნდა, იყო ცრემლები… ძალიან კარგი ხალხი დაგვხვდა, 20 წელზე მეტია, იქ ცხოვრობენ. ძალიან კარგი ემიგრანტები გვყავს ნორვეგიაში, რაც არ ვიცოდი. ყველა კმაყოფილი დარჩა, ასეთი კარგი შეხვედრა აქამდე არ ყოფილაო. იმედი გვაქვს, თანამშრომლობას გავაგრძელებთო. ჩვენც ამისი იმედი გვაქვს (იღიმის).

დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს, ჩვენს მეგობრებს, ვინც იქ დაგვხვდა და ძალიან კარგი დრო გაგვატარებინეს. ძალიან გვესიამოვნა, რომ ასეთი საღამო ჩატარდა და ყველა კმაყოფილი იყო…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები