LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გაბუნია გვარამიაზე: ჩატოვეს კაცი ციხეში იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა დაისვენოს

177
გიორგი გაბუნია

„ჩატოვეს კაცი ციხეში იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა დაისვენოს“, – ამ განცხადებით „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ ნიკა გვარამიას სააპელაციო საქმის ოქტომბერში ჩანიშვნა შეაფასა.

როგორც ტელეწამყვანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გარდა ამისა, სხდომაზე გვარამიას შვილს მამასთან მიახლოების უფლება არ მისცეს.

აქ ვზივარ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული პერსექტივისთვის ვიბრძვი: გვარამია

„მინიმუმ თვეების გატარება მოუწევს ციხეში ნიკა გვარამიას იმიტომ, რომ ვიღაცამ ამასობაში უნდა დაისვენოს, სრულიად წარმოუდგენელი რაღაც ხდება. კანონი ხომ ამიტომ არსებობს, ორთვიანი ვადა ხომ იმიტომ არსებობს სააპელაციოში, რომ თუ ადამიანი უდანაშაულოდ ზის ციხეში, თუ მას არ ეკუთვნის ეს სასჯელი, მაქსიმუმ 2 თვის ვადაში სააპელაციომ უნდა გადაწყვიტოს, რომ არ იყო ეს სწორი ან/და გაათავისუფლოს და ა.შ. არა, ნიკა გვარამია უნდა იჯდეს ციხეში კიდევ დიდხანს იმიტომ, რომ ვიღაცებმა უნდა დაისვენონ.

"მიხარია, სანდროს და სოფოს რომ ვხედავ... ვგმობ, მოსამართლე ჩხიკვაძის შვილებისა და მეუღლის ბულინგს" - გვარამიამ შვილს და მეუღლეს მიმართა

"ვიცი რომ ბევრი ადამიანი უსმენს ამას, ეს კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია, ვგმობ ამას და მოვითხოვ, ეს ყველაფერი შეწყდეს დაუყოვნებლივ" - განაცხადა გვარამიამ.

სანდრომ თვითონ მოინდომა რომ მოსულიყო, ცრემლები მოსდიოდა ბავშვს, უნდოდა დაკონტაქტება. დისტანციაზე მიუშვეს და შემდეგ არც მიაკარეს, რა უნდა ექნა ბავშვს, ხელი მაინც მოაკიდებინე მამისთვის.“– თქვა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას შემდეგი პროცესი 4 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები