LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია ბრიუსელში მიხაილ ზიბერტს შეხვდა

49
giorgi

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია 15 ივნისს ბრიუსელში გაემგზავრა.

გახარია ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთო-ს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, მიხაილ ზიბერტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის პრაკტიკულ ინსტრუმენტებს.

მიხაილ ზიბერტთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტიკური გეგმების შესახებ.

ასევე, განიხილეს ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითვმმართვრელობის არჩევნები.

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ.

შეხვედრები გაიმართება, როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატო-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები