LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია პარლამენტში აღარ მივა

112
gaxaria

პრემიერ-მინისტრის შემდეგ, პარლამენტში მისვლაზე უარს აცხადებს გიორგი გახარიაც.  ოფიციალური მიზეზი, რის გამოც შს მინისტრი დეპუტატების წინაშე არ წარდგება, უცნობია.

შეგახსენებთ, გახარია პარლამენტში საკუთარი სურვილით ხვალ უნდა მისულიყო. უმრავლესობის წევრები განმარტავენ, 20 ივნისის საქმეზე გამოძიების პირველადი შედეგები რომ გამოქვეყნდება, მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ამის შემდეგ მივა.

“მაღალი ალბათობით, ხვალ გიორგი გახარია არ მოვა პარლამენტში სწორედ იქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია გამოძიოებასთან დაკავშირებით, როდესაც ექნება გიორგი გახარიას მაშინ მოვა, რომ ყველა საინტერესო კითხვაზე მას შეეძლოს პასუხის გაცემა,”-აცხადებს ზვიად ძიძიგური.

რაც შეეხება პრემიერის ანგარიშს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სამთავრობო პროგრამაზე საუბარი მიმდინარე მოვლენების ფონზე შეუძლებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები