LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიამ ბრიუსელში დღეს ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა

53
Capture1

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ბრიუსელში დღეს ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა. ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპარლამენტში გაიმართა შეხვედრები ევროპარლამენტართან – „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაიკლ გალერთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსთან რიჩარდ ტიბელსსთან, ხოლო ევროპარლამენტარებთან – ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიენესთან გიორგი გახარიას შეხვედრა სამუშაო სადილზე შედგა.

„შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე გიორგი გახარიამ განიხილა საქართველოში დაგეგმილი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მათ საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დილიდან დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ. გიორგი გახარია უკვე შეხვდა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთოს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს მიხაილ ზიბერტს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები