LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას მეუღლე: „გიორგი არ არის რომანტიკული ნატურა, მაგრამ მთელი წელიწადი ფეიერვერკებს მიწყობდა… ჩემი სამსახური ნატრობდა მის ნახვას…“

611
gaxariagiorgi

გიორგი გახარიას მეუღლე, მარიკა ფანცულაია ჟურნალთან O.K. მეორე ნახევრის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთმანეთის გაცნობიდან ერთ წელიწადში იქორწინეს: „მთელი ის წელი იყო ულამაზესი სიყვარულის ისტორია. გიორგი არ არის რომანტიკული ნატურა, მაგრამ მთელი წელიწადი ფეიერვერკებს მიწყობდა. მაშინ საქართველოს ბანკში ვმუშაობდი და მთელი ჩემი სამსახური ნატრობდა გიორგის ნახვას. თანამშრომლები ყოველდღე სიუპრიზების მომსწრენი იყვნენ.

მე თბილისში ცხოვრობდი, ის მოსკოვში სწავლობდა. ურთიერთობა მეტწილად ინტერნეტით გვქონდა. მაშინ პერსონალური კომპიუტერები დიდი ფუფუნება იყო და სამსახურისას ვიყენებდით, მეილებს ვწერდით ერთმანეთს… გიორგის ხელით წერა უყვარს, დაწერდა წერილს და ფაქსით მიგზავნიდა ხოლმე, ლექსიც კი დამიწერა ერთხელ. სამწუხაროდ, ის ლექსი ფოტოდ მქონდა ტელეფონში შენახული და დაიკარგა, ძალიან ვნანობ“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები