LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას პასუხი რუსეთს – რა უთხრა პრემიერმა ოკუპანტს

210
giorgi

დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე საქართველოს პრემიერმა კორონაპანდემიისა და ამით შექმნილი გამოწვევების გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა და რუსეთი პროვოკაციებში დაადანაშაულა.

როგორც დღეს გახარიამ თქვა, საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მისი სიტყვებით, “საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას”. 

"საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება" - გიორგი გახარია

აღმოვჩნდით სრულიად ახალი, უფრო რთული გამოწვევის წინაშე

“დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე – რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე, – თქვა გახარიამ.

მან მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს.

 

პოპულალურები