LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: “მიუხედავად იმისა, რომ პირველი უნდა შემოსულიყო, სხვებს დაუთმო…ყველა ვინც ძვირფასი ჰყავდა, დაეღუპა…ჩვენ მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას სიყვარულით, ამაყად ვებრძვით და არ გვეშინია!”

316
285058758_2143729992455141_3387080205245366138_n

ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს გვიზიარებს.

ღოღობერიძე წერს, რომ მასთან, პაციენტების მიღების დროს, ასაკოვანი ბებია მივიდა, რომელიც მძიმე სენს ებრძვის.

“სამშაბათობით ონკოლოგიურ პაციენტებს ვიღებ. ხალხი ბევრი იყო, ყველა რიგს იჭერდა. ეს ბებო თავისთვის მშვიდად იდგა და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი პირველი უნდა შემოსულიყო, სხვებს დაუთმო, თქვენ უფრო გჭირდებათ ექიმთან დროული შესვლაო. გავიდა დრო და როგორც იქნა, ისიც შემოვიდა. ასაკით ჩემზე 3-ჯერ დიდი იყო, შემოვიდა თუ არა, ბევრი მეხუტა. ყველა ვინც ძვირფასი ჰყავდა, დაეღუპა, მარტოდ იყო დარჩენილი, მაგრამ უნდა ვიცოცხლო, რომ შვილიშვილებისთვის მაგალითი ვიყოო. ჩვენ მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას სიყვარულით ამაყად ვებრძვით და არ გვეშინია!” – წერს გიორგი ღოღობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები