LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: რა არის ინსულტი და ვინ იმყოფება მისი განვითარების რისკის ქვეშ

1375
gogoberidze

რა არის ჰემორაგიული და იშემიური ინსულტი, ვის შეიძლება ის განუვითარდეს და როგორ მოვიქცეთ პრევენციისათვისაქტუალურ თემაზეფეისბუქლაივისსაშუალებით ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

ინსულტი მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 2015 წლის მონაცემებით ის გარდაცვალების მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი იყო.

არსებობს სხვა სახის ინსულტებიც, მაგრამ ყველაზე გავრცელებული არის იშემიური და ჰემორაგიული ინსულტები.

რა არის ინსულტი?

იშემიური ინსულტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლძარღვი იხშობა, რის შედეგადაც ტვინის ქსოვილს აღარ მიეწოდება სისხლი და ის კვდება.

ჰემორაგიული ინსულტის დროს თავის ტვინში სისხლძარღვის კედელი სკდება, სისხლი მიმდებარე ქსოვილებში იღვრება და ჰემატომა წარმოიქმნება.

ორივე სახის ინსულტი ძალიან ხშირად მომაკვდინებელია. იშემიური ინსულტი უფრო გავრცელებულია, იგი ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, ჰემორაგიული ინსულტით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველ წელს დაახლოებით კი 3.5 მილიონი ადამიანია.

როგორია სიმპტომები?

ინსულტის სიმპტომია სხეულის რომელიმე მხარის დამბლა, მეტყველების მოშლა, მხედველობის მოშლა ერთ ან მეორე ნახევარში, მგრძნობელობის მოშლა და ა.შ.

რა შეიძლება იყოს ინსულტის მიზეზი?

მაღალი წნევა ინსულტის უპირველესი მიზეზია. ინსულტის მქონე პაციენტების 50%-ში მიზეზი მაღალი წნევა იყო, რომელიც ინსულტის მთავარი რისკ-ფაქტორია. ამიტომ ადამიანებს, ვისაც მაღალი წნევა აწუხებთ, მუდმივად სჭირდებათ წნევის რეგულირება და კონტროლი. თუ სისტოლური წნევა 10 ერთეულით და დიასტოლური 5 ერთეულით დაქვეითდება, ესეც კი ინსულტის რისკს 40%-ით ამცირებს. თუ წნევას არ ვაკონტროლებთ, დიდი შანსია რომ ჰიპერტენზიის მქონე ადამიანს ინსულტი დაემართოს.

თამბაქო – როდესაც ეწევით, ინსულტის რისკი 30%-ით იზრდება, ამიტომ გააიშვიათეთ მოწევა. თუ თავს ვერ ანებებთ, რაოდენობა შეამცირეთ.

ჭარბწონიანობა – ჭარბწონიან ადამიანებს ინსულტის 26%-ით მაღალია რისკი აქვთ იმათთან შედარებით, ვისაც ნორმალური წონა აქვს. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, ფიზიკური აქტივობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

მაღალი ქოლესტეროლი  – თუ ქოლესტეროლი მაღალია, ის უნდა დაიწიოს, რადგან მაღალი ქოლესტეროლი ზრდის ინსულტის რისკს, საჭიროა მისი კონტროლი და რეგულაცია, ეს რისკს 25%-ით ამცირებს.

გულის დაავადებები – ბევრმა იცის, რომ წინაგულების ციმციმი ემბოლიურ ინსულტებს იწვევს , მაგრამ ამის გარდა ინსულტი შეიძლება კიდევ ბევრი სხვა დაავადებით იყოს გამოწვეული, ისეთებით როგორიცაა:  გულის უკმარისობა,ენდოკარდიტი, კარდიომიოპათიები, სარქვლის დაავადებები, აორტის დაავადებები, გულის დაავადებებს მუდმივად უნდა მივაქციოთ ყურადღება. პოტენციურად ყველას შეუძლია გამოიწვიოს ინსულტი.

თირკმლის უკმარისობა – ესეც შეიძლება იყოს გამოსავალი.

შაკიკი – შაკიკს მეტი ყურადღება მიაქციეთ, ორჯერ იზრდება ინსულტის რისკი იმ ადამიანებში, ვისაც შაკიკი აწუხებს.

ინსულტის შემთხვევათა 2/3 65 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებს უვითარდებათ, დანარჩენი კი  ახალგაზრდებს.

რა ხდება, როცა ვერ დგინდება ინსულტის გამომწვევი მიზეზი?

ხშირად ხდება, რომ ადამიანს ყველა რელევანტური კვლევა უტარდება, მაგრამ ინსულტის მიზეზის პოვნა ვერ ხერხდება. მიზეზი კი შეიძლება იყოს სიმსივნე. ინსულტების 10% შეიძლება სიმსივნით იყოს გამოწვეული. ინსულტის მიღმა შეიძლება იყოს სიმსივნე, განსაკუთრებით ფილტვის და პანკრეასის. ზოგადად, ყველა სიმსივნე შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ ეს ორი გამორჩეულად ზრდის რისკს.

ამიტომ, როცა ვერ ვპოულობთ ინსულტის წყაროს, უნდა ვიფიქროთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სიმსივნე, მისი დროული მკურნალობა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

განმეორებითი ინსულტის შემთხვევაში 50%-ზე მეტი შემთხვევა ლეტალურად სრულდება. ბუნებრივია ის ადამიანები, ვინც ერთხელ უკვე გადაიტანა ინსულტი, რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ძალიან ხშირად ადამიანები, ვინც მაღალ წნევას ატარებს, წამალს მხოლოდ მაშინ სვამენ, თუ წნევა აეწევათ. წნევის მკურნალობა ასე არ ხდება, მას სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ყოველდღიური რეგულირება.

როგორ მოვახდინოთ ინსულტის პრევენცია?

გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა, შეამცირეთ ცხოველური საკვების მიღება. ყურადღება მიაქციეთ ამ ყველაფერს განსაკუთრებით მაშინ, თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ. თავი დაანებეთ მოწევას და იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები