LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ინანაშვილმა, რომელიც იუნგის სარკომას ებრძოდა, დაავადება დაამარცხა

1665
120036304-3791091127602268-995466616303394913-o

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტმა, გიორგი ინანაშვილმა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ იუნგის სარკომა დაუდგინდა დაავადება დაამარცხა.

ინფორმაციას საქართველოს უნივერსიტეტი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგის ოპერაცია ჩაუტარდა, მკურნალობის შედეგად კი, ის სრულიად გამოჯანმრთელდა.

“გვინდა გაუწყოთ ძალზე სასიხარულო ამბავი…
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტს, გიორგი ინანაშვილს, რომელსაც გასული თვეების წინ დაუდგინდა იუნგის სარკომა, ჩაუტარდა ოპერაცია თურქეთში, მკურნალობის შედეგად კი ის დღეს სრულიად ჯანმრთელია!
ჩვენი გუნდის სახელით ვულოცავთ გიორგის და მის ოჯახს ამ ურთულეს ბრძოლაში გამარჯვებას და ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს
დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ერთიანი ძალებით კი შეუძლებელი არაფერია,”-წერია საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები