LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს წიგნებითა და კომპიუტერებით მოამარაგებს

136
68667095-2438532812872608-6041679664345251840-o

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების დასახმარებლად, ყველას წიგნებისა და კომპიუტერების შეგროვებისკენ მოუწოდებს:

“ასე მგონია, რომ მხოლოდ რთულ დროს ამ ადამიანების გვერდით დგომა არ არის გამოსავალი (მით უფრო – რთული დრო მათი თითო წუთის თანამდევია). ეს ხალხი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად უნდა ვაქციოთ. ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და მოძრაობა ეკვილიბრიუმმა თითქმის ყველა სოფლის სკოლაში ახალი ბიბლიოთეკა მოაწყო, აი, ასეთი სკვერი-ბიბლიოთეკები კი – ანაკლიაში, ტყაიაში, დიცში, მეჯვრისხევში, ორსანტიაში, მერეთში, ნიქოზში. მალე სხვა სოფლებიც შეურთდებიან.

შეიძლება თავის ქებად ჩათვალოთ, მაგრამ ეს პოსტი უფრო იმისთვის დავწერე, რომ შემოგვიერთდეთ: შემოგვწირეთ წიგნები, კომპიუტერები. ბავშვებს ამაზე უფრო ცოტა რამ უხარიათ. უხარიათ და ჭირდებათ. გამოგვყევით, მაშინაც როცა რუს ჯარისკაცს ცოტა ხნით ჩათვლემს და “ხმაური” არ არის. აქ წერა-კითხვით საქმე არ გამოვა. იმ ადამიანების იქ ყოფნა შეუმჩნეველი გმირობაა. და ამ გმირობას დაფასების მზაობა მაინც უნდა შევაგებოთ. გელოდებით; გუდიაშვილის 7″- წერს გიორგი კეკელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები