გიორგი ლომთათიძე: „შვიდკაცასთვის“ „ოქროს ტალღაში“ მონაწილეობა დიდი პატივია…“

439
shvkc

„შვიდკაცა“ოქროს ტალღაზე“ ყოველ წელს არის წარდგენილი. წელს პოპულარული ქართული ანსამბლი მაცაცო სებისკვერაძის სიმღერით „მხარე ლამაზი“ კვლავ არის წარდგენილი ზემოხსენებულ ჯილდოზე, რომლის გადაცემის ცერემონია, შეგახსენებთ, 11 ივნისს არის დაგეგმილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. სულ გამარჯვებულები 15 კატეგორიაში დასახელდებიან.

„შვიდკაცა“ ამჟამად საბერძნეთში იმყოფება. მათ ანსამბლის ერთ-ერთი წევრის, ბიძინა ზათიაშვილის 50 წლის იუბილე აღნიშნეს. უკან დაბრუნებულები 17 მაისს სოლოკონცერტს ქუთაისში გეგმავენ, მანამდე კი „ოქროს ტალღის“ შესახებ ანსამბლის წარმომადგენელი, გიორგი ლომთათიძე გვესაუბრა:

„ოქროს ტალღა არის კონკურსი, რომელში მონაწილეობაც მუსიკოსისთვის დიდი პატივია. სასიხარულოა, რომ ჩვენს წელსაც ვმონაწილეობთ. წარდგენილია მაცაცო სებისკვერაძის სიმღერა „მხარე ლამაზი“, მას ეთერ კაკულია ასრულებდა, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც შეგვესრულებინა, თუმცა ახალი ვერსიით. ვერსია მოვასმენინეთ კომპოზიტორს და მისი ნებართვის შემდეგ შედგა პრემიერა.

„ოქროს ტალღა“ კომპოზიტორებს, მომღერლებს, ანსამბლებს აძლევს სტიმულს ახალი ნამუშევრების შესაქმნელად, ასევე ამ კონკურსის მეშვეობით, კიდევ ერთხელ გეძლევა სიმღერის პოპულარიზაციის და მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენის საშუალება.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები