LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი – ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია, მაგრამ სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა პრეზიდენტის კომპეტენციაა

72

ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია, მაგრამ სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა პრეზიდენტის კომპეტენციაა და ამაზე შემიძლია მოგახსენოთ, რომ სერიოზული სირთულეებია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის ოფიციალური მიზეზის სჯერა თუ არა.

„მე ვფიქრობ, ქალბატონი ნინო საკმარისად მაღალი პასუხისმგებლობის თანამდებობის პირია, რომ თვითონ გასცეს პასუხი ამ კითხვებს და მე არ დავიწყებ კონკრეტულად დღევანდელი მისი გადაწყვეტილების ინტერპრეტაციას, ეჭვის შეტანას ან განსხვავებული აზრის გამოთქმას. რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, ეს არ იქნება ჩემს მიერ შერჩეული კანდიდატურა. კანდიდატურას შეარჩევს ქართული იურიდიული საზოგადოება. ღვთის მადლით ქვეყანაში არის ბევრი კვალიფიციური იურისტი და მე მოვუწოდე განსაკუთრებით აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რომ შეარჩიონ კანდიდატურა. მე ვარ ამ შემთხვევაში პროცესის ორგანიზატორი და მაკონსოლიდირებელი და მე არ ვიყენებ პრეზიდენტის პრეროგატივას, ერთპიროვნულად დაასახელოს სასამართლოს თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში ვიწვევ საზოგადოებას, ამ პროცესში იყოს ინიციატორი,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.