ცნობილი მუსიკოსი, პიანისტი, პროექტ „ვოისას“ ავტორი გიორგი მიქაძე, როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთია ქართველთა იმ მცირე ნაწილს შორის, რომელსაც ბერკლის მუსიკალური სასწავლებელი აქვს დამთავრებული.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ის ამ პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი გახდა და ლექციებს ჩაატარებს.

ამის შესახებ თავად წერს და აღნიშნავს:

„ვერ გეტყვით, როგორი აღელვებული ვარ, რომ მაქვს პატივი გაგიზიაროთ სიახლე – ვუერთდები ჩემს ალმა მატერს, როგორც ბერკლის კოლეჯის ასოცირებული პროფესორი. ერთი სული მაქვს, როდის გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას ჩემს სტუდენტებს!..“

მსგავსი თემები