LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „10 საყურე რომ გავიკეთო, მე ორიენტაცია არ შემეცვლება…“

216
giorgi-suxitashvilinews1923

გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში მეტროში მომხდარ გუშინდელ ინციდენტს ეხმაურება, როცა რამდენიმე მამაკაცმა მუსიკოსებს მხოლოდ იმის გამო სცემა, რომ მათ საყურეები ეკეთათ. მათი თქმით, ქართველ მამაკაცს საყურე არ უნდა ეკეთოს.

გიორგი წერს:

„ტატუ არ გამიკეთებია 17 წლის ასაკში, რადგან არ მინდოდა. რომ მდომოდა გავიკეთებდი, როცა მომინდა მაშინ გავიკეთე. საყურის გაკეთება არ მომდომებია და რომ მომინდეს გავიკეთებ, სიგარეტს არ ვეწევი, რომ მომინდეს მოვწევ, ადრე ვნადირობდი ახლა აღარ მომწონს ეს და არ ვნადირობ,ზოგადად, რაც მომინდება, იმას გავაკეთებ, თუ ეს სხვა ადამიანს არ აზიანებს და არ აზარალებს ჩემ გარშემო, ბევრ ბიჭ (კაც) მეგობარს აქვს გახვრეტილი ყური და ვერ ვიგებ, მე თუ ყური მაქვს გახვრეტილი, ან ტატუ თუ მაქვს, ან მეტალს თუ ვუსმენ, ან კლუბში თუ დავდივარ, შენ რატო გტკივა გული (ან ახვა რამე), ან რა ნახეთ ამაში ისეთი, რომ ადამიანის სახეს კარგავთ და მოსაკლავად იმეტებთ.

10 საყურე რომ გავიკეთო, მე ორიენტაცია არ შემეცვლება და თუ ვინმეს ბრძოლები გეწყებათ, საყურიან კაცს რომ ხედავთ, ე.ი. თქვენ გჭირთ რაღაცა.

გთხოვთ ყველამ თქვენს თავს მიხედეთ, მიხედეთ საკუთარ განვითარებას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები