LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ როდესაც სამყარო ვითარდება, ჩვენ  თალიბანის  დონეზე არ შეიძლება დავრჩეთ“

3565
page

რადიო „ფორტუნას“ დილის სტუმარია მომღერალი, ტელეწამყვანი, გიორგი სუხიტაშვილი, რომელმაც მუსიკალურ სიახლეებზე ისაუბრა და ასევე კულტურასა და სოციალური კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი სუხიტაშვილი:

„ძალიან ნოსტალგიურია ჩემთვის, როდესაც რადიომსმენელს მივმართავ, უკვე ერთი წელია, რაც რადიოში აღარ ვმუშაობ. სხვათა შორის,  მუსიკალური კუთხით  ბევრი სიახლე მაქვს, ცოტა ხნის წინ „ბრავო რეკორდსიდან“ ალეკო ბერძენიშვილმა ახალი სიმღერა გამომიგზავნა, რომლის დაპრემიერებასაც თქვენთან ვაპირებ. ამ ჟანრის სიმღერებს იშვიათად ვწერ ხოლმე, „ძველი სკოლის“ სტილისაა, ყველას რომ გვენატრება ისეთი, საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა, როდესაც სიმღერა დაბადების დღეზე საჩუქრად მივიღე, ორიგინალური და იშვიათი საჩუქარია.

ქვეყანაში, სადაც მუდამ ასეთი ალიაქოთია, ძალიან რთულია ისაუბრო კულტურაზე და კულტურის განვითარებაზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ძალიან კონსერვატორები ვართ, შიშები გვაქვს, რომ რაღაცას დავკარგავთ, სულ ვიხსენებ ხოლმე, როდესაც სუხიშვილების პროექტი, „ასსა ფართი“ გამოვიდა, რა ნეგატიური წნეხი მოჰყვა მას ჩამყაყებული აზროვნების ადამიანებისგან. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ როდესაც სამყარო ვითარდება, ჩვენ არ შეიძლება დავრჩეთ „თალიბანის“ დონეზე. ჯერჯერობით ყველა კუთხით ამ მიმართულებით მივდივართ.

ახალგაზრდობა, რომელიც მუსიკას „სფოთიფაიზე“ უსმენს და ყურსასმენის მიღმა არაფერი აინტერესებს, წინ ვერ წავა. ახალგაზრდები ძალიან  ნეიტრალურები გახდნენ, მხოლოდ შექმნილის მიღება შეუძლიათ, გაცემა კი არა. სოციალური ქსელი ინდივიდუალიზმს ყლაპავს და ვიღაცის ტრენდის გამეორებაზეა ორიენტირებული.

არც ის მიდგომაა მართებული, რომ  „ქართული ტეხავს“, არ ტეხავს! აგერ თუნდაც ქართველი დიზაინერი, თავის ჭკუაზე ატარებს სამყაროს, რამდენად მომწონს მისი შექმნილი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან მომწონს მისი მიდგომა. ეს საამაყოა. აი, მაგალითად, თუნდაც „ფანოღზე“ რომ არის დიდი ამბები ატეხილი, ყველაფერს ჰყავს თავისი მსმენელი. მე პირადად, თუ რაიმე გოიმობად და მდარედ  მიმაჩნია, იმას არც ვუსმენ, არც ვუყურებ, ტირაჟირებას არ ვუკეთებ და არც დავცინი, ნეიტრალური ვხდები…“

გადაცემის პოდკასტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები