LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „ჰო, ის „იმედზეა“, მე  – „მთავარზე“, მერე? მერე ის, რომ ვინც ამაში პრობლემას ხედავს, უბრალოდ, მედროვე და მოკლე ჭკუისაა…“

3368
suxitaduta

გიორგი სუხიტაშვილი აქვეყნებს ფოტოს დუტა სხირტლაძესთან ერთად და წერს, რომ მეგობრებს სამსახურების მიხედვით არ არჩევს. შეგახსენებთ, რომ დუტა „იმედზე“ მუშაობს, ხოლო თავად მომღერალი – „მთავარ არხზე“.

გიორგი სუხიტაშვილი:

„მეგობრებს არ ვირჩევთ და არ ვარჩევთ სამსახურების მიხედვით.

ან ვმეგობრობთ, ან არა…

ჰო, ის „იმედზეა“, მე  – „მთავარზე“, მერე? მერე ის, რომ ვინც ამაში პრობლემას ხედავს, უბრალოდ, მედროვე და მოკლე ჭკუისაა, ხოლო ჩვენი მეგობრობა დეკადას დიდი ხანია გასცდა ❤❤

Duta Skhirtladze, მიყვარხარ, ჩემო დუტა…

p.s. ჩემი ღუტუ (ბურთაზა) დუტამ მაჩუქა 12 წლის წინ (კურიერი იყო ონისე ონიანი ❤?) და ჩვენ ამ მხრივ ნათესაური მიყოლ-მოყოლა გვაქვს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები