LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „სახელმწიფოში გვაქვს საშინაო და საგარეო მწვანე ბარათი, გვყავს ახალი და ძველი საკრებულო, ძველი ამტკიცებს ახლის ბიუჯეტს ისე, რომ ახალს ცემა-ტყეპით აგდებენ შენობიდან…“

72
suxitashvilinews

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი წერს, რომ სახელმწიფოში გვაქვს ორი მწვანე ბარათი, ორი საკრებულო და ორი ახალი წელი.

გიორგი სუხიტაშვილი:

„სახელმწიფოში გვაქვს საშინაო და საგარეო მწვანე ბარათი.

გვყავს ახალი და ძველი საკრებულო, ძველი (ვადაგასული) ამტკიცებს ახლის ბიუჯეტს ისე, რომ ახალს ცემა-ტყეპით აგდებენ შენობიდან.

ორი ახალი წელი ძველი და ახალი, სადაც ძველი უფრო „დასტოინია“, მაგრამ ახალი დასავლურია.

სადაც 7 იანვარს ვმღერით: „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო დაააა”…

კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება…

ეს არ არის ფსიქიატრიული (შეურაცხყოფას არ მივაყენებ არავის), ეს არის საგიჟეთი, სრული საგიჟეთი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები