LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი თაბაგარი ცრუობს, როცა ამბობს, რომ შსს-მ 2019 წელს „თბილისი პრაიდი“ არ დაიცვა: ნათია მეზვრიშვილი

147
ნათია მეზვრიშვილი

„გიორგი თაბაგარი ცრუობს, როცა ამბობს, რომ შსს-მ 2019 წელს „თბილისი პრაიდი“ არ დაიცვა. პოლიციამ მოახერხა, ძალადობა არ დაეშვა,“ – ამის შესახებ შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის თქმით, მას ვერ უჩვენებენ ვერც ერთ ფაქტს, როცა პოლიციამ, (მაშინ, როცა მისი ყოფილი გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა) ძალადობა დაუშვა ან იქ, სადაც ძალადობა მოხდა, დაუყოვნებლივ არ აღკვეთა. მეზვრიშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ Tbilisi Pride -ის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ამას ამბობს.

„როცა ჩვენ შსს-ში ვიყავით, პირველად ამ უწყების ისტორიაში, რომელიც არის დახურული უწყება, შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ამოცანაც გახლდათ დისკრიმინაციისა და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ ეფექტური რეაგირება.

თაბაგარი ცრუობდა იმაში, რომ 2017 წლამდე, დისკრიმინაციულ დანაშაულზე რეაგირების ეფექტიანობა, როცა ადამიანებს რელიგიური, ეთნიკური, გნებავთ სექსუალური ორიენტაციის მოტივით სცემდნენ და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ეფექტიანი არ იყო,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

პოპულალურები