LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი თარგამაძის გადაცემა “დროება” ბრუნდება

591
5e09069ec122e

“ფორმულაზე” გიორგი თარგამაძის გადაცემა “დროება” ბრუნდება. ინფორმაცია “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” არხის დირექტორმა ზუკა გუმბერიძემ დააანონსა.

გადაცემა ეთრში მომავალი წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გავა.

გიორგი თარგამაძე და მისი მეუღლე ეკრანზე ერთდროულად დაბრუნდნენ

ორივეს გვქონდა ჟურნალისტური პაუზა. ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში არც ერთი არხს ეთერში არ იყო მისი ადგილი.

“დროება” იქნება საკვირაო ტელეჟურნალი. ის იქნება კვირის შემაჯამებელი გადაცემა, მაგრამ არ იქნება მხოლოდ იმ კვირის ამბებზე ფოკუსირებული. იქნება ისეთი თემების შემომტანი, რომელიც ზოგადად საზოგადოების განვითარებისთვის არის საინტერესო. ასევე იქნება ისეთი სიუჟეტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების არეალს კიდევ უფრო მეტად გააფართოებს, არ ჩაგვკეტავს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პრობლემებში, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც დაგვანახებს კიდევ უფრო საინტერესოდ და ასევე, იმას, თუ რითი შეიძლება ჩვენ ვიყოთ დანარჩენი მსოფლიოსთვის საინტერესო. ვგეგმავთ, რომ თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში დროება უკვე ეთერში გავიდეს”, – აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

გიორგი თარგამაძე: „კრიტიკას მშვიდად ვეგუები და ლანძღვას არ ვუსმენ“

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტში შევიდა. ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. ამის  შემდეგ თარგამაძე პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.

გიორგი თარგამაძეს ტელევიზიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი თარგამაძე ფორმულაზე გადაცემას წაიყვანს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები