გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა დატოვეს. ამის შესახებ საერთო განცხადება მათ ცოტა ხნის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმის, “სტრატეგია აღმაშენებელი” პრეზენტაციის დროს გააკეთეს.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება “სტრატეგია აღმაშენებელი”. პლატფორმა შედგება სამი სუბიექტისგან – “ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი” და სტრატეგია აღმაშენებლის ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა. ეს ნაბიჯი გადავდგით იმიტომ , რომ საზოგადოებას განსხვავებული არჩევანის საშუალება მივცეთ პროპორციულ ნაწილში, რომ ხმები “ქართული ოცნების” პარტიამ არ წაიღოს,”- აცხადებს ვაშაძე.

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმა საკუთარ სფეროში წარმატებულ ადამიანებს და ბევრს ახალგაზრდას გააერთიანებს.

“პირველი ეტაპი შემოერთების იქნება 30 ივლისს, სადაც ნახავთ იმ ადამიანებს ვინც უერთდება ამ პროცესს და ეს გაგრძელდება არჩევნებამდე. გულახდილად გეტყვით, ბევრ ადამიანთან გვქონდა კომუნიკაცია, შესაბამისად, ჩვენ ვაჩენთ მძლავრ მიზიდულობის ცენტრს ამ ადამიანებისთვის, რომ ისინი ჩაერთონ ამ ბრძოლაში,”- განაცახადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანების მთავარი მიზანი უმუშევრობის და სიღარიბის დამარცხებაა, ასევე იმუშავებენ ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად.

 

სტრატეგია „აღმაშენებლის“, როგორც ახალი საარჩევნო ბრენდის წარდგენა

🔴 სტრატეგია „აღმაშენებლის“, როგორც ახალი საარჩევნო ბრენდის წარდგენა 👉 31 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი: ან აღმშენებლობა ან დამსხვრეული ოცნებების პარტია!www.aghmashenebeli.win#სტრატეგიააღმაშენებელი🆕 შემოგვიერთდით ვაიბერისა და ტელეგრამის ჯგუფში და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი აქტივობების შესახებ:☑ Viber: https://bit.ly/2Kt3fjR☑ Telegram: https://bit.ly/2Ihxet9

Posted by Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე on ორშაბათი, 27 ივლისი, 2020

ნატა კალანდაძე
ავტორი

მსგავსი თემები