LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი წერეთელი: ლოლასთან გაშორების შემდეგ ხანმოკლე რომანები მქონდა…“

3312
lola-wrtlgirggs

ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში მომღერალი გიორგი წერეთელი თავის ახალ სიყვარულზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ის და ლოლა წერეთელი ერთმანეთს დაშორდნენ და ამჟამად გიორგი სხვა ქალაზეა შეყვარებული, რომელთან გადაღებული ფოტოც სოციალურ ქსელში თავადვე გააზიარა.

როგორც ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში გიორგი წერეთელი ამბობს: „ამ მომენტს ბევრი ელოდებოდა. ამ  ადამიანის გამოჩენით ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა სიხარული და ნათელი ფერები. ჩვენი ურთიერთობა დაახლოებით ექვსი თვის წინ დაიწყო. თამილა ძალიან კარგი ადამიანი, კარგი მეოჯახე და კარგი ოჯახიშვილია. რაც შეიძლება, კაცმა ქალში ინატროს, ყველაფერია თავმოყრილი. ეს ქალი ძალიან მიყვარს და მეტი რა უნდა ვთქვა?“

როგორც გიორგი ამბობს, მისი რჩეული არ მღერის, მაგრამ ხელოვნების დიდი მოყვარულია. როგორც ის აღნიშნავს, რჩეულთან სერიოზული ურთიერთობა აკავშირებს.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაშორდით ცოლს, მომღერალ ლოლას. მალე შეხვდით ახალ სიყვარულს?

პირად ცხოვრებაში ცუდი პერიოდი მე თავად, დამოუკიდებლად გადავიტანე. სანამ ჩემი და თამილას ურთიერთობა დაიწყებოდა, ხანმოკლე რომანები ჰქონდა. ეს სიყვარული ცოლთან გაშორებიდან  ერთი წლის შემდეგ ვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვარ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები