LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ლელო“ და ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ALDE-ს წევრები გახდნენ

106
გირჩი და ლელო

პარტიები: „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“, „ლელო – საქართველოსთვის“ და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის „ხალხის მსახური“ ALDE-ს წევრები გახდნენ. აღნიშნული ინფორმაციას პოლიტიკური პარტიები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ევროპის ერთ – ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ოჯახში “ლელოსა” და უკრაინის მმართველი პარტიის გაწევრიანებას ALDE-ს დელეგატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, კენჭისყრა დუბლინში ჩატარდა და ALDE-ს საბჭოს სხდომაზე, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ცნობისათვის, ALDE არის ევროპული პარტია, რომელშიც სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ლიბერალური და დემოკრატიული პარტიები ერთიანდებიან.

 

პოპულალურები