LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი“ ნიძლავის შესრულებას აპირებს, დეპუტატებს და მედიას ხინკალზე ეპატიჟება

68
GIRcI 44

8 ივნისს, შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში ოპოზიციური ლიდერები მივიდნენ. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 16:00 საათზე მივიდნენ და თქვეს, რომ იმ  წუთიდან მუშაობას იწყებდნენ.

პარლამენტში ჯერჯერობით მხოლოდ შალვა ნათელაშვილი არ მიდის.

პარლამენტში ბოიკოტის დასრულებამდე შესულ „გირჩს“ ნიძლავის შესრულება შეახსენეს. ისინი ამბობდნენ, რომ თუ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში მივიდოდნენ, 555 ხინკალს მიიტანდნენ.

თუ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემოვლენ პარლამენტში, 555 ხინკალს მოვიტანთ - იაგო ხვიჩია

ვაპირებდით საწუწაო თოფებით დავხვედროდით „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში, მაგრამ გადავიფიქრეთ, -აცხადებს ხვიჩია.

დღეს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „გირჩი“ დეპუტატებს და მედიას ხინკალზე ეპატიჟება.

როგორც რაქვიაშვილი ამბობს, იმედი აქვს, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც შეუერთდებიან.

„ამ დღეებში დაკავებული ვართ, ბევრი საქმე გვაქვს, არ გვინდა დავძაბოთ სიტუაცია, პირიქით გვინდა დაწყნარდეს. ჩაცხრება ემოციები, შეიძლება “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” დეპუტატები შემოგვიერთდნენ და აუცილებლად დაგპატიჟებთ მედიას ხინკალზე,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები