LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირჩის სამედიცინო გეგმები: ჯაფარიძეს კანაფის ზეთის შემოტანა-წარმოება სურს

874
zura cbd

“გირჩი” კვლავ ლეგალიზებაზე მუშაობს, ამჯერად სამედიცინო მიზნებისთვის. როგორც “ფორტუნასთან” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, სურს კანაფის ზეთის შემოტანა და წარმოება საქართველოში შესაძლებელი გახადოს.

ამ მიზნით, ზურა ჯაფარიძემ უკვე დაუგზავნა ოფიციალური წერილები 10 სამინისტროს, საიდანაც ორისგან პასუხი მიიღო, რომ მათ მიერ დასმული საკითხები სამინისტროს საქმიანობის სფეროს სცილდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, უამრავ ქსელში შეხვდებით პროდუქციას, რომელიც კანაბიდოილს შეიცავს, მათ შორის კოსმეტიკურ ნაწარმსა და საკვებს, თუმცა “გირჩს” სურს კანაფის სამედიცინო მიზნებით გამოყენება და ზეთის სუფთა სახით შემოტანა, შემდეგ კი წარმოება.

“ჩვენ ვსაუბრობთ სამედიცინო CBD-ზე, რომელიც არ არის მარტივი საშოვნელი. ეს არის კანაბიდოილი, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება. არ არის ფსიქოაქტიური, არ შეიცავს “თიეიჩსის” და გამოიყენება კონკრეტულ დაავადებებთან საბრძოლველად. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რომ მსგავსი ტიპის პროდუქტები იყოს ლაგალური – სამედიცინო კანაფი და ზოგადად CBD-ს პროდუქტები,” – განაცხადეს “გირჩში”.

როგორც “ფორტუნასთან” ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, კანაფის ზეთის შემოტანასა და წარმოებაში თავადაც ჩაერთვება.

“გავაგზავნეთ სამინისტროებში ოფიციალური წერილები, რადგან გავარკვიოთ მათი პასუხი, ეწინააღმდეგებიან თუ არა ისინი ამ პროდუქტის შემოტანას ან გასაღებას. როგორც კი გვექნება სამინისტროების 99 პროცენტისგან პასუხი, გადავალთ სხვა მოქმედებებზე,” – აცხადებენ პოლიტიკურ მოძრაობაში “ფორტუნასთან”.

 

რა განასხვავებს სამედიცინო მარიხუანას რეკრეაციულისგან

მარიუხუანას მცენარის ორი ყველაზე აქტიური ქიმიური კომპონენტი არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) და კანაბიდიოლი (CBD). THC ძლიერი ფსიქოაქტიური ეფექტით გამოირჩევა და თრობას იწვევს, ხოლო CBD-ის მსგავსი თვისებები არ გააჩნია და შფოთვას არეგულირებს. 

სამედიცინო კანაფში CBD-ის მაღალი შემცველობა და THC-ის დაბალი შემცველობაა (არაუმეტეს 0/2%-ისა), რაც თრობას არ იწვევს. სამედიცინო მარიხუანა ისეთი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორებიცაა: გაფანტული სკლეროზი, ეპილეფსია, სხვადასხვა ტიპის მენტალური აშლილობა (მაგ. შიზოფრენია), გლაუკომა, კუნთების სპაზმები, ღებინება (განსაკუთრებით ქიმიოთერაპიების დროს) და სხვა. სამედიცინო მარიხუანას აშშ-ს 25 შტატსა და ვაშინგტონში, ასევე მსოფლიოს მინიმუმ 10 ქვეყანაში სხვადასხვა დაავადების სიმპტომების წინააღმდეგ იყენებენ. 

მსოფლიო ბაზარზე სამედიცინო მარიხუანაზე მოთხოვნა ორმაგდება, ქვეყანაში დიდი შემოსავალი იქნება - გიორგი კაკაურიძე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, დაახლოებით 2025 წლამდე სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება – აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, როცა არის პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% საქართველომ რომ დააკმაყოფილოს, ქვეყანაში დიდი შემოსავალი იქნება. მისივე თქმით, […]

 

მსოფლიოში უკვე არის უამრავი პრეცედენტი, როცა აკრძალვების მიუხედავად, კონკრეტულ პაციენტებს ამ ნივთიერებაზე დამზადებული მედიკამენტებით მკურნალობის უფლებას აძლევენ, მათ შორის ამ მეთოდს ხშირად და საკმაოდ წარმატებულად იყენებენ ბავშვებშიც.

მაგალითად, კრუნჩხვების კონტროლში 5 წლის ბრუკ ადამსს კანაფის ზეთის დღიური დოზა ეხმარება. – 5 წლის გოგონას სკოლაში მარიხუანაზე დამზადებული წამლების ტარების უფლება მისცეს – კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილება

არის შემთხვევები, როცა საჭიროების მიუხედავად, სასამართლო ამის ნებართვას არ გასცემს: ბრიტანეთი ოჯახს, 6 წლის ბიჭის სამკურნალოდ, კანაფის გამოყენების ნებართვას არ აძლევს

 

მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც სამედიცინო კანაფის ქიმიური შემადგენლობის შექმნას სჭირდება, სამედიცინო კანაფი და ზეთი რამდენჯერმე უფრო ძვირია, ვიდრე რეკრეაციული მარიხუანა.

 

სამედიცინო მარიხუანას მოკლე ისტორია საქართველოში   

"მარიხუანას წარმოებას მხარს ვუჭერდი, შესაძლოა $2 მილიარდის ექსპორტიც მოვახდინოთ" - ივანიშვილი

“მარიხუანას წარმოებას მხარს ვუჭერდი, ერთადერთი მიზეზით, შესაძლოა $2 მილიარდის ექსპორტიც მოვახდინოთ”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ  ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კანაფის წარმოებას იმიტომ დათანხმდა, რომ ექსპორტიდან მოგება მომხიბლავად ჯღერს. ქართული ოცნების ლიდერის თქმით, ამ თემაზე განხილვებში თავადაც მონაწილეობდა. ამასთან , ივანიშვილი ამბობს, რომ  მმართველი პარტია პატივს სცემს პატრიარქს, მის მოსაყდრეს და საზოგადოების აზრს, ამიტომაც შეაჩერეს კანონპროექტი. […]

რაც შეეხება საქართველოს, მარიხუანას მიმართ საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულებაა, რადგან საზოგადოებაში მის სამედიცინო თვისებებზე ნაკლები ინფორმაცია და შესაბამისად ნდობაა. თუმცა, მარიხუანას წარმოების შესახებ მსჯელობა მაინც დაიწყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ  ბიძინა ივანიშვილმა  კანაფის წარმოების შესახებ საკუთარი, დადებითი აზრი გამოთქვა.

თუმცა, კანონპროექტი შეჩერდა მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ მის წინააღმდეგ აქტიურად გაილაშქრა.პატრიარქის, ილია მეორეს პოზიციის გამო, უკან დაიხია ბიძინა ივანიშვილმაც, იმის მიუხედავად, რომ თვლიდ ეს საქმე ქვეყანის ეკონომიკას 2 მილიარდს მოუტანდა.

ასე რომ, რთული გასარკვევია, შეძლებს თუ არა “გირჩი” მიზნის მიღწევას.

პოპულალურები