LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირჩმა ბორდელი „პიონერი“ გახსნა [ვიდეო]

2686
girchi

“გირჩის” ოფისის ერთ ნაწილში საროსკიპო „პიონერი“ გაიხსნა. “პიონერში” ფართის დაქირავება ერთი საათის განმავლობაში 49.50 ლარი ღირს. ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა და პირდაპირ ეთერში საზოგადოებას ბორდელის ოთახიც დაათვალიერებინა.

ამით “გირჩმა” სასტუმრო “მამიდას” მფლობელის დაკავება გააპროტესტა და ხელისუფლებას მოუწოდა ან ისინიც დააპატიმროს, ან გაათავისუფლოს უდანაშაულო ადამიანები.

„არ არსებობს არანაირი განსხვავება ამ სასტუმროებსა და ბრენდულ სასტუმროებს შორის. ყველა მათგანში ხდება სექსულური მიზნების დასაკმაყოფილებლად ფართების დაქირავება. ამ

რა დაგხვდებათ "გირჩის" საროსკიპოში [ფოტოები]

ოთახში სხვადასხვა სახის აქსესუარებია, რომელიც შესაძლოა დამქირავებელმა გამოიყენოს.

ნიშნით ნებისმიერი ბიძა, რომელიც დაუფინანსებს ახალგაზრდას, ან მეგობარი, რომელიც ძმაკაცს ფართს დაუთმობს ამ მიზნისთვის, არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები და უნდა წავიდნენ ციხეში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პატიოსანი შრომა. გვინდა დავიცვათ სექსინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები ძალადობისგან.

ეს კი პროსტიტუციის სრული ლეგალიზაციითაა შესაძლებელი”, – აცხადებენ “გირჩში.”

ოთახი სხვადასხვა ტიპის აქსესუარებითაა აღჭურვილი და წითელ ფერშია გადაწყვეტილი.

 

შეგახსენებთ, საქართველოში პროსტიტუციის ხელშეწყობა [254-ე მუხლი], მათ შორის, პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები