LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია შვილზე: “გარედან ჩანს ასეთი ჯიუტი, შემტევი…დამთმობი და ძალიან კეთილი ადამიანია, გულუბრყვილოა ხშირ შემთხვევაში”

903
BeFunky-collage (5)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ შვილის შესახებ გადაცემა „სთორიში“ გულახდილად ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი გულუბრყვილო და კეთილი ადამიანია, თუმცა არის საკითხები რაშიც სიჯიუტეს და პრინციპულობას იჩენს.

„გარედან ჩანს ასეთი ძალიან ჯიუტი, შემტევი, ზოგიერთ მომენტებში არის კიდევაც, მაგრამ ამავდროულად რბილი ადამიანიც არის, როცა საჭიროა დამთმობიც და ძალიან კეთილი ადამიანია, გულუბრყვილოა ხშირ შემთხვევაში.

მაგრამ არის რაღაც ძალიან პრინციპული საკითხები და მგონი ეს საკითხები მხოლოდ მაგისთვის არ არის პრინციპული, ყველას გვეხება და აი იქ დათმობა არ შეუძლია,”-აღნიშნა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მე-19 დღეა შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები