„რაც ეს სიმღერები გამოჩნდა, თითქმის ორი კვირა ლიდერის პოზიციაზე ვიყავი. გულშემატკივრებთან მაქვს ჩართვები და მოვუწოდებ უფრო გააქტიურდნენ. 11 ივნისამდე დიდი დროა. ვაპირებ, მეტად ვიაქტიურო და მეტ ადამიანს გავაცნო ჩემი შემოქმედება. ვნერვიულობ, რადგან ამხელა ჰოლდინგის ერთ-ერთ რადიოში მიწევს საუბარი. ბედნიერი ვარ. პირველ რიგში პაატა ყოლბაიას მადლობა იმისთვის, რომ ეს სიმღერა ჩემთვის შექმნა. მადლობა თქვენ, რომ ეს სიმღერა დაატრიალეთ. ყოველთვის მინდოდა ხალხს ჩემი ხმა გაეგო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, სამართლიანად, რომ წარმატებას მივაღწიო. დიდ პატივს ვცემ ყველა არტისტს და მათ სიმღერებს ვუსმენ. ყველა ადამიანს მოვუწოდებ, რომ ჯერ მოუსმინონ სიმღერას და თუ მოეწონებათ, მხარი დამიჭირონ. გულშემატკივრები ცდილობენ, რომ წარმატებას მივაღწიო, რადგან ახალი სახე ვარ“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში გივიკო დიდიამ „ოქროს ტალღის“ შეასახებ ისაუბრა. შემსრულებელმა აღნიშნა, რომ წარმატებისთვის უკან არ დაიხევს.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

მსგავსი თემები