LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით იცვლება

122
ავტობუსი

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე რამდენიმე ავტობუსის მოძრაობის სქემა იცვლება. მერიის ინფორმაციით, ცვლილებები დროებითია და მხოლოდ 2 დღე გაგრძელდება. 

საუბარია ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან მე-8 მიკრორაიონში მდებარე მშენებარე ეკლესიამდე არსებულ გზის მონაკვეთზე. ცვლილებების მიზეზი ასფალტის საფარის დაგებაა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მე-7 მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით და გზას ხიზანიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრისკენ“ განაგრძობენ.

მერიაში ამბობენ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ 2 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები