გვიან ღამით გლდანში „ორი ნაბიჯის“ ფილიალი გაქურდეს. გამთენისას კი ამავე ფილიალში ხანძარი გაჩნდა. ჯერჯერობიით უცნობია, უკავშირდება თუ არა ქურდობა ცეცხლის გაჩენას.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დამნაშავეებმა მაღაზიიდან პროდუქტები მოიპარეს. როგორც “ფორტუნას” შს სამინისტროში განუცხადეს ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ზარალის რაოდენოდა ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს 177-ე – ქურდობის მუხლით და ასევე 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი თემები