LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

69
1

თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სახლში გაჩნდა.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაბამისი დანაყოფებით იყო მობილიზებული.” – უთხრეს “ფორტუნას” უწყებაში.

პოპულალურები