LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლობალურ მასშტაბში პირველი ტალღა ჯერ არ დასრულებულა – ჯანმო

85
image (2)

მსოფლი ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის შუაშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელო დირექტორი, მაიკლ რაიანი ამბობს, რომ გლობალურ მასშტაბში პირველი ტალღა ჯერ არ დასრულებულა.

„პირველი ტალღა გვაქვს, რომლის მრუდე თავისით იკლებს.  რამდენიმე თვეში მეორე ტალღა იწყება. უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადებამ შეიძლება ნებისმიერ დროს იფეთქოს. ჩვენ ამავე ტალღაში მეორე პიკი შეიძლება მივიღოთ. ეს მოხდა უკვე სხვა პანდემიების დროს, კერძოდ 1919 წელს „ისპანკას“ დროს“, – განაცხადა მაიკლ რაიანმა.

მან აღნიშნა, რომ მეორე ტალღის გამოჩენის ალბათობა შესაძლოა გრიპის სეზონს უკავშირდებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები