LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლობალური ეპიდემია: კვლევის თანახმად,11-დან 17 წლამდე ბავშვები პასიურები არიან

187
istock-860653924-635x357

მსოფლიოს მასშტაბით, ხუთიდან ოთხი, 11-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და დაბალი ფიზიკური აქტივობით გამოირჩევიან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს BBC ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, აღნიშნული მიზეზით, ბავშვებთ ჯანმრთელობა, ისევე როგორც მათი ტვინის განვითარება და სოციალური უნარები ფერხდება. მკვლევარები მიუთითებენ, რომ დღის განმავლობაში სავალდებულო ფიზიკური აქტივობის არარსებობა, უნივერსალური პრობლემაა მდიდარი და ღარიბი ქვეყნებისთვის.

146 ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევებმა, ასევე, აჩვენა, რომ ბიჭები უფრო აქტიურები არიან, ვიდრე გოგოები.

“ბავშვები არ არიან ზარმაცები”- ამბობს დოქტორი ბული და დასძენს, რომ ბავშვთა პასიურობის სავარაუდო მიზეზი ტექნოლოგიურ განვითარება და ბევრი მეცადინეობაა.

ფიზიკურ აქტივობაში მოიაზრება:

  • სირბილი
  • ველოსპორტი
  • ცურვა
  • ფეხბურთი
  • ტანვარჯიში

სპეციალისტები ამბობენ, რომ დღის მანძილზე აღნიშნულ ვარჯიშებს მინიმუმ ერთი საათი უნდა დაუთმოს მოზარდმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები