არასასიამოვნო ამბავი პურის, მაკარონისა და ნამცხვრების მოყვარულებისთვის – თუ გლუტეინით მდიდარ საკვებს ახალგაზრდობიდანვე ეტანებით, ამ ნივთიერების მიმართ შეუგუებლობა  გაგივითარდეთ, რამაც შეიძლება, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი – ბავშვებში. 

CNN წერს, რომ ამის შესახებ კვლევა გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ თუ გლუტეინით მდიდარ საკვებს ხშირად იღებთ, ე. წ. ცელიაკია ვითარდება.

ის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებაა, რომელიც ცილა გლუტეინის ჭარბი დოზით მიღების შედეგად ვითარდება.

გლუტეინს შეიცავს: პური, მაკარონი, ნამცხვარი, პიცის ქერქი და სხვა ასეთი პროდუქტები.

კვლევების თანახმად, გლუტეინის შემცველი საკვების ხშირად მიღების შემდეგ ნაწლავების შიდა ზედაპირი ზიანდება და ორგანიზმი საჭირო ნივთიერების ვეღარ შეიწოვს.

კვლევა ამერიკაში, ფინეთში, გერმანიასა და შვედეთში 2004-2010 წლებში დაბადებულებს შორის ჩატარდა, საერთო ჯამში საუბარია 6000 ადამიანზე. 

თანამედროვე სამყაროში გლუტეინის გარეშე საკვები სულ უფროდაუფრო პოპულარული ხდება, თუმცა აქაც სიფრთხილე გმართებთ.

პროდუქტები, რომლებიც გლუტეინს არ შეიცავს, ზოგჯერ ჩანაცვლებულია ხოლმე მაგალითად თეთრი ბრინჯით, რაც ძალიან კალორიულია. ეს კი შეიძლება თქვენს წონაზე აისახოს.

ასე რომ მთავარია ზომიერება და პურისგან, ნამცხვრებისგან და ზოგადად, ცომეულისგან თავის შეკავება.

 

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები