LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გმირები არიან ის ვაჟკაცები, რომლებსაც თქვენ და გახარია ახლა ერეკებით ციხეებში – ნიკა მელია

116
nika-melia

გმირები არიან ის ვაჟკაცები, რომლებსაც თქვენ და გახარია ახლა ერეკებით ციხეებში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გააპროტესტეს ქვეყანაზე თავლაფისდასხმა და გააპროტესტეს რუსი ოკუპანტის ზვიად გამსახურიდიას სავარძელში ჩაჯდომა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე საუბრობდა.

„ძალიან დიდი უმეცრებაა იფიქრო იმაზე, რომ თქვენ შეინარჩუნოთ ძალაუფლება ამ ქვეყანაში, ეს არის გამორიცხული. თქვენ ხართ წარსული და ახლა როგორც არასდროს, ერი გამთლიანებულია. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, არჩევანი არის ძალიან მარტივი – ან რუსეთი ან დასავლეთი, ან ისტორიის სწორი მხარე, ან ისტორიის არასწორი მხარე. ან ავტობუსების სწორი მხარე, ან ავტობუსების არასწორი მხარე. რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავოთ, რამდენი გმირიც არ უნდა დაიჭიროთ და შერეკოთ ციხეში, თქვენ თავს ვერ იხსნით, თქვენ აუცილებლად პასუხს აგებთ ისტორიის წინაშე და დამოუკიდებელი პირუთვნელი მართლმსაჯულების წინაშეც. დიახაც, გმირები არიან ის ვაჟკაცები, რომლებსაც თქვენ და გახარია ახალ ერეკებით ციხეებში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გააპროტესტეს ქვეყანაზე თავლაფის დასხმა და გააპროტესტეს რუსი ოკუპანტის ზვიად გამსახურდიას სავარჯელში ჩაჯდომა. არანაირ წინააღმდეგობაში არ იყვნენ ისინი შესული ქვეყნის და სახელმწიფოს სპეცდანიშნულების რაზმთან. ისინი დიახაც, უწევდნენ წინააღმდეგობას, მაგრამ უწევდნენ წინააღდეგობას თქვენ რაზმებს, ჩუბინიძის, ივანიშვილის და გახარიას რაზმებს. იმ რაზმებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ათევენ ღამეს და ყარაულობენ ბიძინა ივანიშვილს და არ ატარებენ სახელმწიფო ინტერესებს. რამდენიმე ასეული ადამიანი, სპეცრაზმი რომ დაარქვეს, არიან ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ფედერაციის ინტერესების სამსახურში. ჩემთვის 20 ივნისის შემდეგ „ქართული ოცნება“ აღარ არის სუვერენული ხელისუფლება. „ქართული ოცნება“ წარმოადგენს საოკუპაციო ძალის ინტერესების ღიად გამტარებელ ხელისუფლებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები