LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ბითაძე საუკეთესო ახალგაზრდაა (ვიდეო)

107
goga-bitadze-buducnost-voli-podgorica-eb18-9dui37k68uf7ojkm (1)

ქართულ კალათბურთს მაგარი ბიჭი ეზრდება. გოგა ბითაძე უკვე აღარ არის დამწყები კალათბურთელი, მან თავისი სიტყვა დიდ მომავალზე უკვე თქვა და დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს ზაზა ფაჩულიას წასვლა დიდად არ დაეტყობა. 19 წლის ბითაძეს კი მარტო სამშობლოში როდი აღიარებენ.

ჩვენიანი „ადრიატიკის ლიგამაც“ გამოარჩია – „ბუდუჩნოსტის“ ქართველი ცენტრი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დაასახელეს.
ხმას „ადრიატიკის ლიგაში“ მოთამაშე გუნდების მწვრთნელები და გულშემატკივრები აძლევდნენ. ოღონდ მწვრთნელების ხმას 60% ძალა ჰქონდა, ფანებისას – 30%, ხოლო ლიგის კომისარს – 10%.

გოგამ ხმების 42% მიიღო და საგრძნობლად გაუსწრო ბორიშა სიმანიჩს („ცრვენა ზვეზდა“ – 24%) და ლუკა შამანიჩს („ოლიმპია“ – 15.5%).

ბითაძე ადრიატიკის ლიგაში საშუალოდ 16.3 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.0 ბლოკს აკეთებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები