LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჩანადირი: „მე არ ვჭრი ნაძვის ხეს… მე ქოთნის ნაძვის ხე მაქვს…“

174
gogoa-chanadiri-news

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი აქვეყნებს ფოტოს, სადაც თავად არის გადაღებული,ხ ელში კი ქოთნის ნაძვის ხე უკავია. ის წერს, რომ როცა თბილისს მწვანე გარემოს მოყვარული მერი ეყოლება, მაშინ საინტერესო იდეას შესთავაზებს…

გთავაზობთ მის სტატუსს:

„მე არ ვჭრი ნაძვის ხეს. არც მოტეხილ ტოტებს ვყიდულობ.

მე ქოთნის ნაძვის ხე მაქვს.

როცა ჩვენს ქალაქებს მწვანე გარემოს მოყვარული მერები ეყოლებათ და სამწუხაროდ, როგორც მივხვდი, ასეთი მერები ჯერ არ გვყვავს, მაშინ ბავშვებთან ერთად გადავრგავ მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილ ადგილზე, რომელსაც შობის ტყე-პარკი დაერქმევა.

შობის ტყე-პარკი იქნება მწვანე და კულტურული სივრცე, სადაც ბავშვები გაიხარებენ, გაერთობიან, ბუნებას შეიყვარებენ და სუფთა ჰაერს ისუნთქავენ.

მანამდე კი, უბრალოდ, ბუნების მოყვარული მერები უნდა გვყვავდეს თბილისშიც, ქუთაისშიც, რუსთავშიც, ბათუმშიც, გორშიც და ყველგან. ასეთები კი, მხოლოდ სუფრასთან გვყავს, მაშინ, როცა ბუნების სადღეგრძელოს სვამენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები