LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგაშვილის ქონებაზე რომ დაიწყეს გამოძიება, აუცილებლად დაიწყონ გომელაურის ქონებაზეც – გოგაშვილის მეუღლე

224
Untitled design

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მეუღლე ქონების დაყადაღების შემდეგ კომენტარს აკეთებს.

სოსო გოგაშვილის შვილი: მე და ჩემი ოჯახის წევრებს ქონება დაგვიყადაღეს

როგორც თეა მარტყოფლიშვილი მედიასთან აღნიშნავს, შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება უნდა დაიწყონ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ქონებაზეც:

„ჩემს საკუთრებაში არის ჩემი ერთი სახლი, რომელიც გონიოშია და ისიც სესხით მაქვს და 15 წელი უნდა ვიხადო ეს სესხი და მაქვს მანქანა. ჩემს შვილებსაც – ნინის აქვს 52 კვ ბინა. მეორე ცხოვრობს ჩემთან და მათაც მანქანა სესხებით აქვთ შეძენილი.

ყველა დოკუმენტს აუცილებლად სასამართლოში წარვადგენ. გოგაშვილის ქონებაზე რომ დაიწყეს გამოძიება, აუცილებლად დაიწყონ გომელაურის ქონებაზე გამოძიება, მათ შორის მამუკა მდინარაძის ქონებაზე გამოძიება, მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილის ქონებაზე, ასევე გიორგი ღამბაშიძის ქონებაზე, რომელიც დღეს დროებით მაინც უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება შეწყვეტილი“, – განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ სოსო გოგაშვილის შვილმა ნინი გოგაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ქონება დაუყადაღეს.

„როცა მარხვას ვიცავდით, გომელაური დაგვცინოდა, მისი მეუღლე ამბობდა, ეს ჩემი წმინდა ვახუშტიაო, ხოდა, წმინდა ვახუშტის მინდა ვუთხრა, ღმერთთან ვერ ჩააწყობ“ – გოგაშვილის მეუღლე

“გული მწყდება, ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც” – ვახტანგ გომელაური ბრალდებებს პირველად პასუხობს და ჰყვება, როგორ აწინაურებდა გოგაშვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები