LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი თოფაძის შვილიშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

188
Capture

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ თოფაძეების ოჯახის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ განაცხადა.

ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა ეს არ არის – გოგი თოფაძე

თოფაძეს დაჭრისთვის დაკავებულ ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას კი ბრალდება დაუმძიმდა. როგორც ჟვანიას ოჯახის ადვოკატი აცხადებს, მას ამ დროისთვის,  მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული, რაც 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ლევან თოფაძემ დაზარალებულის სტატუსი გუშინ გვიან ღამით მიიღო, რასაც ჩვენ ვითხოვდით. ვინაიდან პროკურატურამ ლევან თოფაძე სცნო დაზარალებულად, ჩვენ უფლება გვაქვს გავეცნოთ საქმის მასალებს. დღეს ჩავაბარე შესაბამისი განცხადება საქმის მასალების გაცნობაზე. პირველივე შესაძლებლობისთანავე, დაუყოვნებლივ გავეცნობი საქმის მასალებს, ვნახავ რა მტკიცებულებებია ჩადებული.

რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, გიდასტურებთ, რომ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბუსა ჟვანიას ბრალი წაყენებული. რაც შეეხება დაზიანებებს, საქმეში როგორც ვიცი, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ დევს, ამიტომ უპრიანი იქნება დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, დაპატიმრებასთან დაკავშირებით კი ოჯახს პოზიცია არ აქვს”, – აცხადებს გიორგი ანთაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე გარდაცვლილი ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.

დაჭრილია თავად დაკავებულიც. ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

“ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული”- გოგლა ჟვანიას პირველი კომენტარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები