LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით! “ – ბაია პატარაიას მიმართვა ქალებსა და კაცებს

475
470-baiapataraiafoto-cr-739x428-cr-721x405

„საფარის“ დამფუძნებელი, ბაია პატარაია ოჯახში ძალადობის მიზეზად პატივისცემის არ არსებობას ასახელებს. უფლებადამცველი გოგონებს, დაქორწინებულ ქალებს,ბიჭებსა და დაქორწინებულ მამაკაცებს მიმართავს და რჩევებს აძლევს, როგორ უნდა მოექცნენ მეორე ნახევრებს.

ოჯახებში ძალადობა იმიტომ ხდება, რომ პატივისცემა ავიწყდებათ. ავიწყდებათ კი არა, არც იციან ხშირად.

ბავშვს რომ მშობელი ცემს და აგინებს, იმ ბავშვს პატივისცემა არ ეცოდინება, განსაკუთრებით ოჯახში. ქართულ ოჯახებში მოსულა ქალების და ბავშვების გინება და დამცირება, მერე ეს ჩაგვრა უკიდურეს ფორმებს იღებს.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!

დაქორწინებულო ქალებო: კარგად აუხსენით ქმარს, რა გწყინთ და რატომ გწყინთ; აუხსენით, რომ გინება და სხვა უხამსი მომართვა უპატივცემულობაა და ამას აღარ მოითმენთ. და მერე მართლა აღარ მოითმინოთ!

ბიჭებო: პატივი ეცით საყვარელ ქალებს, თუ პატივისცემა არ შეგიძლიათ, ე.ი. სიყვარული არ შეგიძლიათ. ეჭვიანობა სიყვარული არ არის! არ აგერიოთ კონტროლი/ფლობის სურვილიადამიანის და სიყვარული ერთმანეთში.

დაქორწინებულო კაცებო: მართეთ საკუთარი ლექსიკა და ისეთივე პატივისცემა გამოიჩინეთ ცოლ-შვილის მიმართ, რასაც დირექტორებთან და ქუჩის ავტორიტეტებთან იჩენთ. ოჯახის წევრების პატივისცემა ზედმეტი არასდროს არ არის.

არანაირი სიყვარული არ არსებობს პატივისცემის გარეშე!

ოღონდ პატივისცემა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ორმხრივია, ამიტომ ასწავლეთ ერთმანეთს ის, რაც საკუთარ ოჯახებში შესაძლოა არ უსწავლებიათ. შეიძლება მამათქვენი აგინებდა დედათქვენს და თქვენ გცემდნენ კიდეც მშობლები, მაგრამ რა გაეწყობა -, ვაპატიოთ მათ ძველი ცოდვები და არ დავემსგავსოთ ცუდში.

პატივისცემა არ არის სადღეგრძელოს თქმა და ავტობუსში ადგილის დათმობა,

პატივისცემაა, როცა არ უყვირი, როცა არ სცემ, როცა არ გძულს.
ან რატომ უნდა გვძულდეს ყველა? წაგვლეკა უკვე ამ სიძულვილმა. სულ ვიღაც გვძულს:

ხან ნაცები, ხან ქოცები, ხან გეები, ხან სომხები, ხან მუსლიმები, ხან ბოშები, ხან შავკანიანები, ხან ჟურნალისტები, ხან ენჯეოშნიკები… სიძულვილით განვისაზღვრებით უკვე, “დაგმე მიშა” გვჭირს, არაა საჭირო ამდენი სიძულვილი… არც საკუთარი თავის სიძულვილია სიკეთის მომტანი. გიცდიათ, რომ სიყვარულით და არა სიძულვილით განგესაზღვრათ თქვენი თავი?“ – წერს პატარაია.

„ვინ ეტყვის ხალხს, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი და უფროსი? ვინ გაიაზრებს, რომ 17 მაისი ძალადობის დღეა, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღე დაარქვეს ფარისევლებმა?“ – ბაია პატარაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები