LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგონა მფრინავი თითებით“ მალე საქართველოში ჩამოვა

1120
yuja-wang

ჩინელი პიანისტი იუჯა ვანგი, 32 წლის ვირტუოზი მუსიკოსია, რომელსაც შესრულების იმდენად თავისებური ტექნიკა აქვს, რომ მეტსახელად „გოგონა მფრინავი თითებით“ შეარქვეს.

ის ამბობს, რომ საკუთარი შემოქმედებით ბევრად მეტს საუბრობს, ვიდრე ამას სიტყვებით იტყოდა: „ხანდახან ემოციები მაშინ მოდის, როდესაც მათ ყველაზე ნაკლებად ველოდები”.

„ძალიან მიყვარს თანამედროვე ხელოვნება, რადგან ის თანამედროვე მუსიკის აღქმაში მეხმარება. ნებისმიერი ხელოვნება იწყება ძალიან ღრმად, სულში, გულში, თავში.არ ვიცი როგორ, უბრალოდ ვიცი, რომ მე ეს დაკვრით უნდა გადმოვცე“, -ამბობს იუჯა ვანგი.

იუჯა ვანგი პეკინში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაწყო.

7 წლის ასაკში ის უკვე პეკინის კონსერვატორიაში სწავლას იწყებს, ხოლო 11 წლის ასაკში Morningside Music Bridge International Music Festival -ის საპატიო წევრი ხდება. 14 წლის ასაკში საცხოვრებლად და სასწავლებლად კანადაში გადადის. დღეს ის ნიუ-იორკში ცხოვრობს, მაგრამ გამუდმებით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო.

90-იან წლებში ვანგმა ახალგაზრდა პიანისტების საერთაშორისო კონკურსი მოგიო და ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელიც გახდა. 2009 წელს პიანისტმა ხელი მოაწერა ცნობილ გრამფირფიტების ფირმა „დოიჩე გრამოფონთან”. ეს უძველესი, 115 წლის კომპანია კლასიკური მუსიკის მთავარი ჩამწერი სტუდიაა. 2013 წლიდან იუიჯა თანამშრომლობს ისეთ ორკესტრებთან, როგორიცაა ბოსტონის, ჩიკაგოს, ლოს-ანჯელესის, ნიუ-იორკის, ბერლინისა და სხვა ფილარმონიული ორკესტრები.

ის 2019 წლის „წინანდლის ფესტივალის” ფარგლებში რამდენიმე კონცერტს გამართავს, მათ შორის 30 წლის პიანისტთან და დირიჟორთან, ლაჰავ შანისთან და პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარდგება მაყურებლის წინაშე. იუჯა ვანგის „მფრინავი თითების“ შესრულებით ჩვენ ბეთჰოვენის, მოცარტის, რახმანინოვის, ბრამსის და შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებს მოვისმენთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები