LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონამ მეჯვარეებად ბებიები დაიყენა, რათა პანდემიურ რეალობაში ჯვარი დაეწერა

86
139025909-4994262257282098-8735268767781949213-o

როდესაც მეგან კენედი და ტომას კაჰონი დაინიშნენ, მათ მაშინვე გრანდიოზული ქორწილის დაგეგმვა დაიწყეს.  წყვილმა მოსაწვევები დააგზავნა, დაიქირავა ტრანსპორტი რომელსაც სტუმრები ცერემონიალის ადგილამდე უნდა მიეყვანა, მეგანმა მეჯვარეებიც აირჩია, მთელი 10 ცალი. თუმცა, კორონავირუსმა მათი გეგმები შეცალა და საბოლოო ჯამში დანიშნულებმა მხოლოდ 15 ადამიანის დაპატიჟება შეძლეს. ასე რომ მეგანს ბევრი არ უფიქრია და მეჯვარეებად თავისი ორი ბებია – 80 და 90 წლის ქალბატონები წაიყვანა. როდესაც პატარძალმა თავისი გადაწყვეტილება მოხუცებს ამცნო, მათ თავიდან თქვეს, რომ ეს იდეა ცოტა სულელური იყო.

„ჩვენ ზედმეტად მოხუცები ვართ იმისთვის, რომ მეჯვარეები ვიყოთ, მათი პირველი რეაქცია ასეთი იყო“ – უთხრა მეგანმა BBC–ის.

მეგანის საქორწილო წვეულება თავიდან ოჯახისა და მეგობრების მიქსს წარმოადგენდა. თუმცა, როდესაც ციფრები შეიცვალა, მას რთული არჩევანის გაკეება მოუხდა, „ან ყველაფერი ან არაფერი. როდესაც ასობით სტუმრისგან მხოლოდ 15 –ის დატოვება მოგვიწია, მივხვდი რომ ადგილი ჩემი საუკეთესო მეგობრებისთვისაც კი არ იყო და ამის გააზრება ძალიან რთული იყო“.

80 წლის ჯილიან ჰოლოვეი და 90 წლის მერი კენედი ქორწილის სამზადისში ჩასართველად ლონდონს ოქტომბერში ეწვივნენ. მოხუცებისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მარტის შემდეგ სახლი დატოვეს და ხალხთან წესიერი კომუნიკაცია შეძლეს. თუმცა, ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, შვილიშვილი ამხელა როლს თუ მიანიჭებდა. მეჯვარეებს ერთნაირი კაბები არ ცმიათ, თუმცა მათ ყვავილები ეკავათ და მთელი ქორწილი პატარძლის გვერდით გაატარეს.

მეგანმა ქორწილის ფოტოები მოგვიანებით ქსელში გაავრცელა და სოც–ქსელების მომხმარებლებისგან ბებოებმა უამრავი მოწონება დაიმსახურეს.

ახალდაქორწინებულები გეგმავენ, რომ მას შემდეგ რაც ყველაფერი დასრულდება და სამყარო ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საოცნებო ქორწილი გადაიხადონ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები