LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლდი ჰოუნმა და კურტ რასელმა შუა ქუჩაში იჩხუბეს

382

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, გოლდი ჰოუნმა და კურტ რასელმა, მალიბუს ქუჩებში იჩხუბეს. მსახიობები, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია არაოფიციალურ ურთიერთობაში იმყოფებიან, უკვე დიდი ხანია ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ წყვილად სახელდება. თუმცა როგორც ჩანს, მათ იდეალურ ურთიერთობაშიც არის პრობლემები.

ამ დღეებში პაპარაცებმა 71 წლის გოლდი და 63 წლის კურტი მალიბუს ქუჩებში, ხმამაღალი გარჩევის დროს გადაიღეს. ამის შემდეგ, ჰოუნი მანქანაში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. ის იმდენად იყო გაბრაზებული, ვერ შეამჩნია, რომ მისი „რენჯ როვერის“ უკანა კარი ღია იყო.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა წლების წინ გადაწყვიტა, ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე არ მიენიჭებინა. ამას ხელი არ შეუშლია მათთვის საერთო შვილის, უაიეტის აღზრდაში. ამას გარდა, კურტი გოლდი ჰოუნის ქალიშვილის, კეიტ ჰადსონის მამინაცვალიც არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები