LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლდი ჰოუნს და კურტ რასელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავები გაუხსნეს

75

71 წლის გოლდი ჰოუნს და 66 წლის კურტ რასელს, რომლებიც 30 წელზე მეტია ერთად არიან, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავები გაუხსნეს. ცერემონიას ჰოუნის ქალიშვილი და რეჟისორი ქვენტინ ტარანტინო ესწრებოდნენ.

თითქოს ახლა დავქორწინდით. ასეთ ცერემონიაზე ერთად არასოდეს ვყოფილვართ“, – იხუმრა ჰოუნმა.

მთელი ჩემი ცხოვრებისთვის მადლობას გიხდი“, – მიმართა კურტმა გოლდის, რომელმაც ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მსახიობები თითქმის 34 წელია არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ. რაც შეეხება ჰოუნს, პირველი ქორწინებიდან მას ქალიშვილი კეიტ ჰადსონი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები