LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომბორის გზაზე შეფერხებაა – თელავიდან მანქანების ნაკადს არ უშვებენ

გადაკეტვა

გომბორის გზაზე შეფერხებაა. როგორც პოლიციამ ადგილზე “ფორტუნას”  განუცხადა, თელავიდან გომბორისკენ მიმავალ გზაზე საცობები შეიქმნა. განტვირთვის მიზნით თელავიდან მანქანების ნაკადს ჯერჯერობით არ უშვებენ.

პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს და აღნიშნულ გზაზე გავლა კვლავ ინაუგურაციაზე დამსწრე, საშვების მქონე პირებს ექნებათ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, ოპოზიციამ აქცია დაგეგმა. თელავისკენ მიმავალ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს გზა ავტობუსებითა და მანქანებით ჩახერგელი სოფელ ველისციხესთან დახვდათ. ისინი ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გადაადგილების უფლებას უზღუდავდა, უწყება კი განმარტავდა, რომ შეზღუდვების შესახებ წინასწარ აცნობეს მათ. ოპოზიცია გზის გახსნას რამდენიმე საათი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები