LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google–ის თანამშრომლები ოფისს სექტემბრამდე არ დაუბრუნდებიან – როგორ იმუშავებენ კომპანიები პანდემიის შემდეგ

92
Google-office

როდის დასრულდება პანდემია და რას შეცვლის მსოფლიო რეალობაში არავინ იცის. თუმცა, მსოფლიოს წამყვანი კომპანიები უკვე ფიქრობენ იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალში სამუშაო სივრცე.

ნაწილი მთლიანად დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას გეგმავს, ნაწილი კი ფიქრობს რომ თანამშრომლებმა სამუშაო დროის ნახევარი ოფისში, მეორე ნახევარი კი დისტანციურად გაატარონ.

ზოგიერთი წამყვანი კომპანიის პოსტ–პანდემიური სამუშაო სივრცე ასეთი იქნება:

Google

Google–ის თანამშრომლები ოფისს 2021 წლის სექტემბრამდე აღარ დაუბრუნდებიან და ამის შემდეგაც ოფისში ყოფნა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით აღარ მოუწევთ ხოლმე.

ტექნიკური გიგანტი დატესტავს ყველაზე მოსახერხებელი სამუშო კვირის მეთოდს, რაც იმას ნიშნავს რომ დასაქმებულებს სამსახურში მისვლა კვირში ორჯერ ან სამჯერ მოუწევთ, რათა ერთმანეთთან კომუნიკაცია ქონდეთ.

კომპანია ცვლილებებს ოფისშიც გეგმავს და შეხვედრებისთვის დამატებით გარე სივრცეებს მოაწყობს.

Reddit

სან–ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანია თანამშრომლებს სრულ თავისუფლებას მიანიჭებს და მათ საშუალება მიეცემათ, რომ ოფიცისიდან, სახლიდან ან ორივედან ერთად იმუშაონ.

თანაც, დასაქმებულთა არჩევანი მათ ხელფასზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

Microsoft

Microsoft კი გეგმავს, რომ სამუშაო დროის ნახევარზე მეტის სახლში გატარება სტანდარტად აქციოს, ან უკიდურეს შემთხვევაში მოსახერხებელი გრაფიკი შეადგინოს.

Twitter

ტვიტერის თანამშრომლებს სრული თავისუფლება ენიჭებათ და ვისაც სურს, რომ სახლიდან მუშაობა მუდმივ რეჟიმში გააგრძელოს, კომპანია ამის უფლებას მისცემს.

Dropbox

კომპანია დისტანციურ მუშაობას ემხრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ 3 ათასამდე თანამშრომელი დროის დიდ ნაწილს სახლში გაატარებს და ოფისში მხოლოდ გუნდური შეკრებებისთვის მოუწევს მისვლა.

Coinbase

კრიპტო–კომპანია დასაწყისისთვის დისტანციურად იმუშავებს. თუმცა, იმ თანამშრომლებისთვის ვისაც ყოფნა ოფისში ურჩევნია, გამონაკლისი დაიშვება.

სამომავლოდ კი სამუშაო გრაფიკის მიქსი შედგება და ისინი გარკვეულ დროს დისტანციურად, გარკვეულს კი კომპანიაში გაატარებენ.

Unilever

ახალზელანდიური კომპანია უკვე 4 დღიან სამუშაო გრაფიკს ტესტავს. საცდელი პერიოდი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები