LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

114
gugl

უმსხვილესი საძიებო სისტემა „გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ქვეყნის დროით 00:00 საათზე სისტემის ფონზე საქართველოს დროშის ფოტო გამოჩნდა. აღნიშნული დროიდან სისტემის მთავარ გვერდზე საქართველოს ეროვნული დროშაა გამოსახული, ხოლო ძიების პრინციპით მომხმარებელი 26 მაისის ინფორმაციასთან გადაჰყავს.

26 მაისის მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება

26 მაისს საქართველოში ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა მხოლოდ სამი წლით შეძლო. ქვეყანამ დამოუკიდებლობა საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ დაკარგა.  სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენა  საქართველომ მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები